ავთანდილ ასათიანი: ფსიქოლოგიურად კარგ განწყობაზე ვართ

სულ ნახვები : 208
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ტაჯიკეთთან 6:2 მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გააკეთა.

„კარგი რომ გავიმარჯვეთ, ფსიქოლოგიურად კარგ განწყობას გვაძლევს. გარდა ამისა, გამოვიყენეთ ბევრი ტაქტიკური ჩანაფიქრი. რაღაც პირველ ტაიმში არ გამოგვივიდა, მეორეში უფრო გამოვასწორეთ. მეორე თამაშიც უკეთ უნდა გამოვიყენოთ, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვიყოთ“, – განაცხადა ასათიანმა.

ჩვენი გუნდი ტაჯიკეთთან კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს 16 იანვარს, კვლავ თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს. მატჩი 18 საათზე დაიწყება. თამაშზე დასწრება თავისუფალია.

ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით თამაშებზე დარბაზის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება. მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა