ლევან კობიაშვილი: სათამაშო ბიზნესის რეგულაციები ქართულ ფეხბურთს პრობლემებს შეუქმნის

სულ ნახვები : 331
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სათამაშო ბიზნესისთვის დაწესებული რეგულაციებს არაერთგვაროვანი შეხედულება მოჰყვა. თუმცა, თვით „ქართული ოცნების“ წევრი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ ფეხბურთში სათამაშო ბიზნესის ყოფნა მნიშვნელოვანია და მთელ მსოფლიოში მიღებული ფორმაა.

სფფ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იმედის“ სპორტულ გადაცემაში, „სპორტი იმედზე“ ისაუბრა.

„ამ ცვლილებებით კლუბებმა მძიმე დარტყმა მიიღეს. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები დარჩენილიყვნენ. სასპონსორო ხელშეკრულებები იქნება თუ სახელის გაყიდვა, ჯერჯერობით, ძალაში რჩება. თუმცა, მათ რაღაც აკლდებათ და ეს სიტუაციაზე აუცილებლად აისახება. ყველა ვთანხმდებით, რომ რაღაც რეგულაციები საჭიროა, მაგრამ სათამაშო ბიზნესსაც გვერდში დგომა და რაღაც კუთხით დახმარება სჭირდება.

მაგალითისთვის, ნებისმიერ ქვეყანაში სახელის გაყიდვა და კლუბების დაფინანსება მიღებული ფორმაა. უეფას კვლევით, ბეთინგი, ყველაზე მსხვილ დამფინანსებელთა შორის სამეულში შედის. იგივე, უკრაინის ჩემპიონატს ერთ-ერთი ბეთინგ კომპანია აფინანსებს. ეს მიღებული ფორმაა.

ფედერაციამ სახელმწიფოს დაფინანსებაზე ვთქვით უარი და გვყავს სპონსორი. თუმცა, თუ რაღაც შეიცვლება, აღარ გვეყოლება და ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემა იქნება. ყოველთვის ვამბობდით, რომ სახელწიფო დაფინანსება არ გვინდა. თუ ამ რეგულაციებით პრობლემა შეგვექმნება, ცხადია, რომ დასახმარებლად ისევ სახელმწიფოს მივუბრუნდებით“, – განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი, რის შემდეგ სათამაშო ბიზნესმა ქართული სპორტის დაფინანასებაზე უარი თქვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა