ბოტანიკური ბაღი 130 ლარიანი აბონემენტების სისტემაზე გადადის

სულ ნახვები : 221
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2022 წლის 1 თებერვლიდან, ბოტანიკურ ბაღებზე ფასიანი აბონემენტი წესდება. რეფორმა 5 ბოტანიკურ ბაღს მოიცავს, მათ შორის, თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ჩაქვის და გადასახადი იქნება თვიური, კვარტალური და წლიური.

აბონემენტების სისტემის დანერგვა ზუგდიდიდან დაიწყება და თბილისით დასრულდება.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი აქამდე უფასო იყო. შესვლაზე ერთჯერადი და სააბონენტო ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას აქვეყნებს. მოქალაქეების მიერ გამოხატული პროტესტისა და  დაგეგმილი საპროტესტო აქციის მიუხედავად, მერია გადაწყვეტილების შეცვლას არ გეგმავს. თან მორიგ  ტყუილებს აანონსებს, თითქოსდა,  ბოტანიკური ბაღის ერთჯერადი და სააბონენტო ტარიფების შესახებ გადაწყვეტილება 2020 წლის მარტში, ზუგდიდის საკრებულომ მიიღო.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ - 10 მლნ ლარზე მეტი შეადგინა და ეს თანხა უნდა იქნეს ამოღებული.

პირველი თებერვლიდან ბაღში შესვლისას იმოქმედებს შემდეგი ტარიფები:

 ერთთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე - 10 ლარი,  სამთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე - 25 ლარი, ექვსთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე - 40 ლარი,  ერთწლიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე - 70 ლარი.

ცნობისთვის, თბილისში ეს ტარიფები გაორმაგებული იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ერთწლიანი აბონემენტი 130 ლარი იქნება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა