ნონა გაფრინდაშვილმა კომპანია Netflix-ის სასამართლო საქმის დებიუტი მოუგო

სულ ნახვები : 317
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი საკუთარი ღირსების დაცვისთვის კომპანია Netflix-ის წინააღმდეგ სასამართლო გზით იბრძვის. ამ საქმეზე ახალი ის არის, რომ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ  არ დააკმაყოფილა.

„მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით“, – წერია BLB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში 2021 წლის 16 სექტემბერს შევიდა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit (ლაზიერის გამბიტი) ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამ წინადადებას ეხება. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი Netflix-ის სექსიზმშიც ადანაშაულებს.

ქართველი მოჭადრაკე ამერიკული კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს და სერიალში გაჟღერებული დეფამაციური ფრაზის გამოსწორებას ითხოვს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა