პუტინის იახტა ჰამბურგიდან გააპარეს- ქონების დაყადაღების შიში

სულ ნახვები : 282
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

69 წლის ვლადიმირ პუტინის ძვირადღირებული იახტა Graceful

ჰამბურგის პორტში მდებარე გემთმშენებლობლო კომპანია  „Blohm + Voss“ ბაზიდან  დილის 6 საათზე გაიყვანეს.  როგორც გერმანული მედია იტყობინება,  82 მეტრი სიგრძის იახტა, რომელიც 2014 წელს  აშენდა და დაახლოებით 87 მილიონი ევრო ღირს, გერმანულ პორტში  თვეების განმავლობაში იდგა. 

გერმანული მედია ვარაუდობს, რომ პორტის ასე მოულოდნელი დატოვება, დაყადაღების შიშს უკავშირდება. 

კვირას  "Kieler Nachrichten"-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია,  რომ პუტინის იახტა ჰამბურგის პორტშია - და ამ ამბის გავრცელებიდან 13 საათის შემდეგ მდიდრული გემი გერმანიიდან გარბის. 

გამართლებულია თუ არა რუსებს შიში, იმის შესახებ,  რომ პუტინის ქონებას ჩამოართმევენ? 

რუსული თვალსაზრისით, როგორც ჩანს, დიახ. იმიტომ, რომ: ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სულ ახლახან ისაუბრა მკაცრ სანქციებზე რუსეთის მიერ უკრაინაზე მოსალოდნელი თავდასხმის შემთხვევაში  

და დაიმუქრა: "კრემლში და მის გარშემო მყოფებს დასამალი არსად ექნებათ".


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები