კრემლის მედიამ მენეჯმენტის ნებართვის გარეშე კადიროვის გაშუქება აუკრძალა - შიდა განხეთქილება პუტინის კარზე

სულ ნახვები : 11,949
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის ზოგიერთ სახელმწიფო მედიას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ჩეჩნეთის მეთაურის განცხადებების მენეჯმენტის ნებართვის გარეშე ციტირება აეკრძალა. ამის შესახებ Proekt-ის სამხედრო, პოლიტიკური და პროპაგანდისტული შეჭრის დაგეგმვის შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ მასალაშია ნათქვამი. 

ჟურნალისტების თქმით, რამზან კადიროვის კონფლიქტის შემდეგ პრეზიდენტის პრესმდივან,  დიმიტრი პესკოვთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ, ვლადიმერ მედინსკისთან, ფედერალურ მედიას დაევალა ჩეჩნეთის მეთაურის განცხადებების ციტირება   "მხოლოდ ხელმძღვანელობის ნებართვის  შემდეგ“. აღნიშნული დეტალები პროექტს რუსული სააგენტო  TASS-ის ჟურნალისტმა ანონიმურობის პირობით აცნობა. 

ამავე დროს, ანალიტიკურ მასალაში  აღნიშნულია, რომ კადიროვი არ არის ერთადერთი თანამდებობის პირი, რომლის განცხადებების ციტირებაც სახელმწიფო ტელევიზიებმა და საინფორმაციო სააგენტოებმა მხოლოდ მისი ზემდგომების ნებართვით უნდა მოახდინონ.  

აღსანიშნავია, რომ ჩეჩენი კადიროვი რუსეთის ომის სახეს წარმოადგენდა.  მას უკრაინაში შეჭრის პირველი დღიდან მედია აქტიურად აშუქებდა, კადიროვი ტიკტოკ ვიდეოებს ავრცელებდა და სულელური მოწოდებებით გამოდიოდა. 

რაც მანამდე მოხდა:

3 მაისის საღამოს რამზან კადიროვმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა დაეწყო უკრაინასთან ომის „მეორე ეტაპი“ – რათა სამხედრო ოპერაციები განხორციელდეს უკრაინის მასშტაბით. 

საუბრისას, ჩეჩნეთის მეთაურმა ის ქალაქები დაასახელა, რომლებიც მისი აზრით, უნდა რუსეთის არმიამ უნდა დაიპყროს. ესენია: კიევი, ხარკოვი და ხერსონი. 

აღსანიშნავია, რომ  ხერსონი უკვე ორი თვეა რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ იმყოფება, ხარკოვი მასიური დაბომბვის ქვეშ არის, თუმცა რჩება უკრაინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, ხოლო კიევის წინააღმდეგ შეტევა შემცირდა მარტის ბოლოს მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა ამ მიმართულებით სერიოზული წარუმატებლობა და დიდი დანაკარგები განუცადეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები