გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და არა პარტიას - ნანა მალაშხია საჯარო მოხელეებს

სულ ნახვები : 192
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და არა პარტიას.

ამიტომ, 29 აპრილს, არ  მიიღოთ მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეულმა ნანა მალაშხიამ (ქალი ევროკავშირის დროშით) დაწერა.

ის მიმართავს საჯარო მოხელეებს, რომ მორჩილება და დუმილი არის რუსულ ხელისუფლებასთან თანამონაწილეობა.

„საჯარო მოხელეებს დღეს, ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ხელისუფლება არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მიზანმიმართულად აზიანებს ევროინტეგრაციას, ჩვენ ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ. ახლა შიში, მორჩილება, დუმილი,  რუსულ ხელისუფლებასთან თანამონაწილეობაა ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და არა პარტიას.

ამიტომ, 29 აპრილს, არ  მიიღოთ მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში. დადექით ერთადერთ სწორ მხარეს, რაზეც სიამაყით მოუყვებით თქვენს შვილებს, შვილიშვილებს.

ერთად ყველაფერს შევძლებთ, ერთად აუცილებლად გავხდებით ევროპის ოჯახის წევრი“, - წერს მალაშხია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა