ბალტიის სახელმწიფოებმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტეს

სულ ნახვები : 209
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბალტიის სახელმწიფოებმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტეს.

ლიეტუვის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა რუსეთიდან ყველა ენერგორესურსის შეტანას აჩერებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოპერატორმა „ნორდ პულმა“ რუსული „ინტერ რაოსგან“ელექტროენერგიის შეძენა დღეიდან შეწყვიტა.

ლიეტუვაში აცხადებენ, რომ სამომავლოდ საჭირო ელექტროენერგიას პოლონეთიდან და შვედეთიდან შეისყიდიან. მანამდე, ლიეტუვამ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტიც შეწყვიტა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები