ბათუმის დინამო სლოვაკეთიდან სასურველი შედეგით მოდის

სულ ნახვები : 192
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის დინამომ სლოვაკეთის ჩემპიონს ბრძოლა გაუმართა და საპასუხო მატჩის წინ შანსი დაიტოვა – 0:0.

არადა, პირველი ტაიმში სლოვაკები უკეთ გამოიყურებოდნენ და ზღვისპირელები მეკარე ლაზარე კუპატაძემ სამჯერ გადაარჩინა. ტაიმის ბოლოს კი, დინამო 10 ფეხბურთელით დარჩა მოედანზე – მსაჯმა ორი ყვითელი ბარათის გამო გუნდის კაპიტანი მამუკა კობახიძე გააძევა.

შესვენების შემდეგ უკეთ დინამო ათამაშდა. კაცნაკლული გუნდი დაცვაში არ ჩამჯდარა, რითაც სლოვანს თამაში შეუზღუდა. იყო მომენტები, ბათუმი ბრატისლავიდან სულაც მოგებული წამოსულიყო. თუმცა, ამ ეტაპზე ფრეც სასურველი შედეგია.

განმეორებითი მატჩი ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე 13 ივლისს გაიმართება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა