ვლადიმირ ვაისი: დინამომ ფიზიკური მომზადებით გვაჯობა

სულ ნახვები : 152
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბათუმის დინამომ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავაში სლოვანთან უგოლო ფრე (0:0) ითამაშა. ზღვისპირული გუნდი ტაიმზე მეტი კაცნაკლული იყო, მაგრამ მეტოქეზე უკეთ გაისარჯა.

შედეგით უკმაყოფილო დარჩა ბრატისლაველთა თავკაცი ვლადიმირ ვაისი, რომელიც 5 წელი წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს. სლოვანის მწვრთნელმა მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია ისაუბრა.

„იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ კარიერაში მქონია სათასო დაპირისპირებები, რომელთა პირველი მატჩები 0:0 დასრულდა, მაგრამ ბოლოს შემდეგ ეტაპზე მაინც ჩვენ გავსულვართ. ვიცოდით, რომ დინამოს სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, ტაქტიკურად კარგად მომზადებულები და მაღალი დონის ტექნიკა აქვთ. როდესაც ასეთ გუნდს უპირისპირდები, შანსები უნდა გამოიყენო. ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ – მედვედევს რომ გაეტანა, სხვაგვარი თამაში იქნებოდა. კარგად გაისარჯა ბათუმელთა მეკარე კუპატაძე, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი აიღო. გარკვეული დრო უპირატესობა დავთმეთ, ხოლო როცა „გამოვფხიზლდით“ უკვე გვიან იყო. თანამედროვე ფეხბურთში გადამწყვეტი მნიშვნელობა ფიზიკურ მომზადებასა და მდგომარეობას აქვს, ამ მხრივ დინამო ჩვენზე უკეთესი იყო“, – განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 13 ივლისს ბათუმში გაიმართება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა