როგორ ყალბდებოდა არჩევნები? - რა ინფორმაცია გაასაჯაროვა სოსო გოგაშვილმა?

სულ ნახვები : 409
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და ,,სამართლიანი არჩევნები“ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანგარიში მოამზადეს, სადაც საუბარია არჩევნების გაყალბების სქემაზე, იმაზე თუ რის სანაცვლოდ მოიპოვებდა ხმებს მმართველი პარტია. 

გოგაშვილის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაში, კონკრეტული სახელები და გვარებიც ფიგურირებს. 

„ამ ინფორმაციის თანახმად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით, კონკრეტულ პირებს სავარაუდოდ სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების შემსუბუქებას [გადაკვალიფიცირებას], სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ. 

ანგარიშში წარმოდგენილია მამხილებლის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის იოსებ გოგაშვილის მიერ გადმოცემული ინფორმაცია. წარმოდგენილი გარემოებები შესაძლებლობის ფარგლებშია გადამოწმებული და ასევე, დასტურდება მედიაში გასულ სიუჟეტებში მოყვანილი დადასტურებული ფაქტებით.

როგორც დოკუმენტებიდან გამოიკვეთა, მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები, მათ შორის, სავარაუდოდ მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ კვლევაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა