რუსეთში მობილიზაცია მათი არმიის ბევრ პრობლემას ვერ გადაჭრის - პენტაგონი

სულ ნახვები : 222
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთში მობილიზაცია მათი არმიის ბევრ პრობლემას ვერ გადაჭრის. 

ეს განცხადება პენტაგონში გაკეთდა.

პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა აღნიშნა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია დაეხმარება რუსეთს შეიარაღებული ძალების პერსონალის შევსების საკითხის გადაჭრაში, მაგრამ ვერ შეძლებს რუსული არმიის სხვა, უფრო სერიოზული პრობლემების გადაჭრას.

”გაურკვეველია, შეუძლია თუ არა ამით გადაჭრას მეთაურობის, ლოგისტიკის, სიცოცხლის მხარდაჭერის და, რაც მთავარია, მორალური საკითხი, რაც ჩვენ ვნახეთ უკრაინაში რუსეთის ძალების მხრიდა ”, - ამბობს რაიდერი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები