„სააკაშვილს მართლაც აქვს წნევა და სიცხე“ – „ვივამედის“ დირექტორი

სულ ნახვები : 642
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კლინიკა ,,ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც გაუარესდა. 

მისი თქმით, სააკაშვილის უკვე დაენიშნა შესაბამისი კვლევები. 

„პაციენტი რადგან არის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ამიტომაც ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ პენიტენციური სამედიცინო დეპარტამენტიდან.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სააკაშვილს მართლაც აქვს წნევა და სიცხე და კვლევებია დანიშნული.

მდგომარეობას კრიტიკულად ნამდვილად ვერ შევაფასებ. სრული ინფორმაციის შესახებ მიმართეთ პენიტენციურს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა