„ნიკა გვარამია კელი დეგნანის სახელმწიფოდან გაძევებას მოითხოვდა“ - გია ვოლსკი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პასუხობს

სულ ნახვები : 276
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„როცა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მათ შორის, შენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელთან, ეს არანაირად არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პიროვნული თავდასხმა“ - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსის განცხადებას, აშშ-ს სრულუფლებიან ელჩის საქართველოში კელი დეგნანზე განხორციელებულ მიზანმიმართულ ზეწოლასთან დაკავშირებით. 

ვოლსკის განმარტებით, უმჯობესია პირდაპირი მოთხოვნებით და მუქარებით დაინტერესდნენ, რომლებიც არაერთხელ გაღებულა ელჩი დეგნანის მისამართით. 

„პერსონალური თავდასხმები მე მახსოვს კონკრეტული პოლიტიკური ლიდერებისგან, პირადად ნიკა გვარამიას მხრიდან. 

ნიკა გვარამია კელი დეგნანის სახელმწიფოდან გაძევებას მოითხოვდა. როცა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მათ შორის, შენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელთან, ეს არანაირად არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პიროვნული თავდასხმა, უფრო სიღრმისეული ანალიზი მართებს იმ არგუმენტებს, რითაც ჩვენ შეიძლება საპირისპირო მოსაზრება გაგვაჩნდეს იმისგან, რასაც აცხადებს ქალბატონი ელჩი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა