ეს არის მცდელობა, პიარი ააგორონ - ბაჩო დოლიძე სოსო თოფურიძის განცხადებაზე

სულ ნახვები : 167
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„საერთოდ არ მიკვირს ასეთი ტიპის კამპანიები მაშინ, როდესაც იციან, თუ ვინმეს შეუძლია „ქართული ოცნებისთვის“ ზიანის მიყენება, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ - ასე ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ბაჩო დოლიძე სოსო თოფურიძის მიერ საკუთარ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას. 

დოლიძის თქმით აღნიშნული არის სიცრუე და არაფერი სხვა. 

„არ ვიცი, რა შეფასება მივცე. თუ ასეთივე „დაზუსტებული“ მეთოდით მუშაობდა ეს ბატონი, გასაგებია, რა შედეგიც მივიღეთ ხომ? წესით და რიგით, ჯერ უნდა დააზუსტო ინფორმაცია, გაერკვიო, რა არის მართალი და ტყუილი და შემდეგ უნდა აკეთო საჯაროდ განცხადებები, მაშინ, როდესაც მსგავს ცრუ ინფორმაციას შეუძლია, დააზიანოს პროცესი და ჩირქი მოსცხოს დაუმსახურებლად ადამიანს. არ ვიცი, რა გითხრათ, ზოგი ადამიანი 2013 წლიდან იბრძვის და არის ბევრი, რომელიც 2013 წლის შემდეგ თვალით არ გვინახავს. დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ.

კიდევ ერთხელ, ეს არის მცდელობა, პიარი ააგორონ. ეს მარტო ნიკას არ ეხება, ეხება ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს არის ჩართული ამ პროცესში. ჩვენ დღეს ვართ წინა ხაზზე ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს ერთგულ ამომრჩევლებთან ერთად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც 2013 წლის შემდეგ თვალით არ გვინახავს. თუკი რამე შეცდომას ვიმკით, მეტწილად იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც საერთოდ არ ჩანან ორბიტაზე და შემდეგ უცბად გამოჩნდებიან კრიტიკული პოსტებით.

ვერ გეტყვით, როგორ ხდება, რომ ბოლო პერიოდში ასე ორგანიზებულად იწყება ბრალდებები, დღეს თურმე ჩვენ ვართ ხელფასზე და ფუფუნებაში მყოფი ადამიანები, არ ვიცი, საერთოდ კრიტიკას ვერ უძლებს. დღეს ოპოზიციაში ყოფნა, განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კონკრეტულ პოზიციაზე, არის უდიდესი პასუხისმგებლობა, უდიდესი ვალდებულება, რომელსაც, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გაურბის. ასე რომ, საერთოდ არ მიკვირს ასეთი ტიპის კამპანიები მაშინ, როდესაც იციან, თუ ვინმეს შეუძლია „ქართული ოცნებისთვის“ ზიანის მიყენება, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ის შემადგენლობა, რომელიც დღეს არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, - განაცხადა დოლიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა