„ის არ შეცვლილა, ის იგივეა“ - პირველმა ლედიმ ზელენსკის 45 წლის იუბილე მიულოცა და ღიმილი უსურვა
![](https://cnews.ge/uploads/news_image/news_49570_1.jpg?v=1674636744)
![Მიახლოება](https://cnews.ge/uploads/others/ZoomIn-icon.png)
![გადიდება](https://cnews.ge/uploads/others/ZoomOut-icon.png)
![წაიკითხეთ მოგვიანებით](https://cnews.ge/uploads/others/Read-later.png)
![ბეჭდვა](https://cnews.ge/uploads/others/Print-icon.png)
...
25 იანვარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 45 წლის იუბილეს აღნიშნავს. და ერთ-ერთი პირველი, ვინც მას მიულოცა, იყო მისი მეუღლე ოლენა ზელენსკა.
პირველმა ლედიმ ქმარს ტრადიციულად ამაღელვებელი პოსტი მიუძღვნა და ფოტოც გამოაქვეყნა.
„ხშირად მეკითხებიან, როგორ შეიცვალე, წელს, მე კი ყოველთვის ვპასუხობ: „არ შეცვლილა, ის იგივეა. იგივე ბიჭი რომელიც გავიცანი, როცა ჩვიდმეტი წლის ვიყავი“, - წერს ოლენა.
"მაგრამ რეალურად რაღაც შეიცვალა: ახლა გაცილებით ნაკლებად იღიმები. მაგალითად, როგორც ამ ფოტოში... გისურვებ მეტ მიზეზს ღიმილისთვის", - ხაზგასმით აღნიშნა პირველმა ლედიმ.
ცნობისათვის, უკრაინის პირველ ლედის 6 თებერვალს 45 წელი შეუსრულდება.