მოსკოვში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ლენინის ცხედრის მოპარვას ცდილობდა

სულ ნახვები : 4,722
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მოსკოვში დააკავეს მამაკაცი, რომელიც მავზოლეუმიდან ლენინის ცხედრის მოპარვას ცდილობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას mk.ru სამართალდამცავ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, 6 თებერვალს, 42 წლის მამაკაცმა მავზოლეუმის კარის ჩატეხვა და ცხედრის მოპარვა  სცადა, თუმცა პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა.

დაკავებულმა აღიარა, რომ ლენინის ცხედრის მოპარვა სურდა.

წყაროს ცნობით, მამაკაცს ფსიქიკური აშლილობა აქვს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები