საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მეტოქეებად მონღოლეთი და ტაილანდი გამოძებნა

სულ ნახვები : 326
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2023 წელს ორ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ვილი სანიოლის გუნდი ამ მატჩებს სანაკრებო ფანჯრებისას თავისუფალ დღეს გამოიყენებს.

შედეგად, პირველ ამხანაგურ მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, მონღოლეთის ნაკრებთან ითამაშებს; 12 ოქტომბერს კი, აზიის ზონის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ტაილანდს დაუპირისპირდება.

საქართველო-მონღოლეთის მატჩი 25 მარტს, ბათუმი არენაზე შედგება. საქართველო-ტაილანდის მატჩის მასპინძელი სტადიონი კი, ცნობილი მოგვიანებით გახდება.

ვერ გეტყვით რა ჩანაფიქრი აქვს ვილი სანილოისა და ფედერაციას, ან რა კრიტერიუმებით შეირჩა მეტოქე გუნდები, ან საერთოდ რას მოგვცემს მსოფლიო რეიტინგში 183-ე ადგილზე მყოფ მონღოლეთთან და 111-ე ადგილზე მყოფ ტაილანდთან თამაში.

მონღოლეთის ნაკრებს ისტორიაში 86 მატჩი აქვს ჩატარებული. საქართველო იქნება პირველი ნაკრები, რომელსაც აზიის კონტინენტის გარეთ ეთამაშება. აქამდე მონღოლებს ევროპულ, აფრიკულ, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკულ ნაკრებებთან არ უთამაშიათ...

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა