მაჰმუდ ახმადინეჯადი კვლავ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

სულ ნახვები : 395
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ ახმადინეჯადი კვლავ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

2016 წელს ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ ახმადინეჯადს პრეზიდენტის პოსტის დაკავება აუკრძალა, თუმცა ის კანდიდატად მაინც დარეგისტრირდა, რის შემდეგაც მისი კანდიდატურა საარჩევნო ადმინისტრაციამ გააუქმა.

ამჟამად კი ხამენეი აცხადებს, რომ რომელიმე კანდიდატურის დარეგისტრირების წინააღმდეგი არ არის. მაჰმუდ ახმადინეჯადი ირანის პრეზიდენტის პოსტს 2005-2013 წლებში იკავებდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები