უკრაინის გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

სულ ნახვები : 248
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

,,კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით, წინა დღის განმავლობაში მტერი წარუმატებლად ცდილობდა ჩვენი ჯარების თავდაცვის გარღვევას", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 34 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 57. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 164 200 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა