საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას დებიუტანტი დაემატა

სულ ნახვები : 39
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მარტში გასამართი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას მუხლის ტრავმის გამო დავით ხოჭოლავა გამოაკლდა. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მის ნაცვლად ბათუმის დინამოს მცველი, მამუკა კობახიძე გამოიძახა.

მთავარი სიახლე ის არის, რომ ვილი სანიოლმა უახლოესი ორი მატჩისთვის საწვრთნელ შეკრებაზე 17 წლის დებიუტანტი, თბილისის დინამო ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა გამოიძახა.

შეგახსსნებთ, რომ საქართველოს ნაკრები მარტში ორ მატჩს გამართავს: 25 მარტს ამხანაგურად მონღოლეთის ნაკრებს ეთამაშება; 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს – ნორვეგია; ორივე შეხვედრა ბათუმში გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩებისთვის 26 ფეხბურთელის შემადგებლობით მოემზადება:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი);

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე კრაკოვია, პოლონეთი), მამუკა კობახიძე (დინამო ბთ), სოლომონ კვერკველია (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (დინამო, თბ), საბა საზონოვი (დინამო მ, რუსეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი (ლეხი, პოლონეთი);

ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი, გაბრიელ სიგუა (ორივე დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (დინამო მ, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (სლოვანი, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე (ქარაგუმრუქი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია);

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი (საბაჰი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე (ანკარაგიუჯიუ, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია).

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები