ბიზნესის რეკეტი თბილისში - რა კავშირი აქვს ტელეკომპანია „იმედს“ და ნინო წილოსანს სახელმწიფო ქონების მითვისებასთან?

სულ ნახვები : 1,506
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კომპანია „თბილისი ტრანსფერის“ გენერალური დირექტორის, ირაკლი ჭითანავას განცხადებით,  კომპანიის მიერ კანონიერად შეძენილი (87%) ელმავალმშენებელი ქარხანა, აუქციონის წესით გაყიდეს. 

ჭითანავა საინფორმაციო სააგენტო CNews-თან საუბრისას აცხადებს, რომ აუქციონის წესით კომპანია „ვილსონ გარდენსმა“ შეიძინა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები იმყოფებიან, რომელთა შორის არიან უმრავლესობის დეპუტატის ნინო წილოსანს ოჯახის წარმომადგენლები და ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე. 

ჭითანავა გვიყვება, რომ ელმავალმშენებელი ქარხნის შეძენის დღიდან მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

„შეძენის ხელშეკრულებას, რომ მოვაწერეთ ხელი იმ დღიდან ხორციელდება ჩემს მიმართ ზეწოლა, დამიბარეს ფინანსურში, მას შემდეგ ვიბლოკებოდით ყველა მხრიდან. 

ისმებოდა შეკითხვები თუ რატომ ვყიდულობდით და ასვე იყო გაფრთხილება, რომ ამ ყველაფრისთვის თავი დაგვენებებინა“, - აცხადებს ის. 

მისივე თქმით, აღნიშნული ქარხანა და მისი აქციების საკონტროლო პაკეტი მათ, სასამართლომ სრულიად კანონიერად მიანიჭა და აღნიშნული გადაწყვეტილებაც ჩაბარდათ.

„ქარხანა ოფიციალურად გავიფორმეთ, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებაც, აქვე გეტყვით იმასაც, რომ სანამ ამ ქარხანას შევიძენდით, მასთან მიმართებაში გარკვეული სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობა, მიდიოდა გამოძიება ამ პროცესების ფონზე შეჩერებული იყო მისი მუშაობა, შესაბამისად ის ვერ იხდიდა თავის საბანკო დავალიანებებს. ამის გამო დაგროვდა 15 000 000 ლარი საქართველოს ბანკის წინაშე, თუმცა იმის გამო რომ ჯერ კიდევ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა, ბანკს ქარხანა აუქციონზე ვერ გაჰქონდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ყადაღა გაქრა. ვთვლი, რომ  ეს იყო პირდაპირი ხელშეწყობა იმ პირებისთვის, ვისაც აუქციონის წესით ამ ქარხნის ხელში ჩაგდება სურდა, ორჯერ იყო დანიშნული აუქციონი და ჩაიშალა, თუმცა ის საბოლოოს მაინც გავიდა აუქციონზე, მაგრამ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ჭითანავამ. 

„თბილისი ტრანსფერის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, მათ რამდენჯერმე შესთავაზეს ბანკს, რომ ქარხნის კუთვნილ დავალიანებას, რომელიც მას წინა მფლობელის პერიოდში დაუგროვდა გაანულებდნენ, თუმცა აღნიშნულზე უარი მიიღეს. 

„დღესვე თანახმა ვარ ამ 15 000 000-ის გადარიცხვაზე, თუმცა ბანკი არ იღებს ამ თანხას და არ მაძლევენ საშუალებას ჩემი კუთვნილი ბიზნესით ვისარგებლო“, - განაცხადა მან. 

საუბრისას ჭითანავამ ასევე ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ აღნიშნული ქარხნით დაინტერესება სახელისუფლებო პირს ან პირებს ჰქონდათ. 

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, როდესაც მას შევხვდით გვითხრა, რომ ის ვერ გაიტანდა ქონებას აუქციონზე, თუ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, არ შეწყვეტა საგამოძიებო მოქმედებებს და არ ეტყოდნენ, რომ აუქციონის წარმოება შესაძლებელი იყო. სახელმწიფო სტრუქტურა პირდაპირ ეუბნება ბანკს, რომ არ გადაახდევინო თანხა, ჩაძირე და წაართვი“, - განაცხადა მან. 

ცნობისთვის, ქარხანა 98 მილიონ ლარად იყო შეფასებული, თუმცა აუქციონზე ის 19,5 მილიონ ლარად გაიყიდა. 

ელმავალმშენებელი ქარხნის კანონიერი მფლობელები დანებებას არ აპირებენ, როგორც ირაკლი ჭითანავა CNews-თან აცხადებს, უკვე მზადდება შესაბამისი სარჩელი. 

„ჩვენ ვამზადებთ საჩივარ გენერალურ პროკურატურაში, ასვე სარჩელს ვამზადებთ საქალაქო სასამართლოსთვის, აუქციონის შედეგების გაუქმების მოთხოვნით და ვითხოვთ ძიების დაწყება, რადგანაც ჩვენ რეალურად საქმე გვაქვს სახელმწიფო  ქონების, დაახლოებით 22 მილიონი ლარის მითვისებასთან“, - განუცხადა ჭითანავამ CNews-ს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა