საქართველოს ზეთისხილის ნერგების იმპორტი აღარ დასჭირდება - გიორგი სვანიძე

სულ ნახვები : 366
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოში გაიხსნება პირველი სანერგე, რომელსაც ზეთისხილი გამოჰყავს კალმით და დამყნობით. მე უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვაწარმოებთ, ნახევარ მილიონ ნერგს, მომავალი 2 წლის განმავლობაში - 1 მილიონს. აღარ დაგვჭირდება საზღვარგარეთიდან იმპორტი ნერგების — ამის შესახებ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა, გიორგი სვანიძემ განაცხადა.

„საქართველოში გაიხსნება პირველი სანერგე, რომელსაც ზეთისხილი გამოჰყავს კალმით და დამყნობით. მე უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვაწარმოებთ, ნახევარ მილიონ ნერგს, მომავალი 2 წლის განმავლობაში - 1 მილიონს. აღარ დაგვჭირდება საზღვარგარეთიდან იმპორტი ნერგების. თან, ეს ნერგი, საქართველოში გამოყვანილი, გაცილებით ძლიერი, ამ კლიმატს შეჩვეულია. მეტიც, ზოგ ნერგს თავიდანვე ვსტრესავთ, რომ უფრო ძლიერი გაიზარდოს და ნაკლები მორწყვა დასჭირდეს. მომავალი 5 წლის განმავლობაში რომ ვაწარმოოთ სადღაც 3-4 მლნ ნერგი და შემდგომი 10 წლის განმავლობაში 7-8 მილიონი, დედოფლისწყაროს, სიღნაღის რაიონს, კახეთს ძირითადად, გადავაქცევთ პატარა ანდალუსიად, სადაც დღეს ბევრი ადგილი მოშიშვლებულია, მაგრამ ის ნერგი, რომელზეც ჩვენ დღეს ვმუშაობთ, მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოში ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის ზეთისხილი. შემდგე უკვე, ეს პროდუქცია, მომავალი 5 წლის განმავლობაში, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქართული ნატურალური მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთით ჩავანაცვლოთ ის იმპორტირებული, რომელიც დღეს ნამდვილად არ ვიცით რომელი ქვეყნიდან შემოდის და რა ხარისხის“,- განაცხადა გიორგი სვანიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა