უნდა შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება - ირაკლი კუპრაძე

სულ ნახვები : 713
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს ევროკავშირი, მას აინტერესებს რუსეთის დაკვეთები, -  ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა  მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, მუდამ იარსებებს რუსული გავლენის ტალღები.

„ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ხელს უშლის ევროინტეგრაციას, აჩერებს,  აბეტონებს და ყოველგვარ პერსპექტივას კლავს. „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს ევროკავშირი, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო, მას აინტერესებს რუსეთის დაკვეთები. მოქალაქეებს უნდა გვაინტერესებდეს და უნდა გვქონდეს პოზიცია, რომ შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება  ყოველთვის რუსული გავლენის ტალღები, რომელიც დააზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა კუპრაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა