ჰიტლერის სახლში პოლიციისთვის ადამიანის უფლებების სწავლების კურსები ჩატარდება

სულ ნახვები : 363
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სახლი ბრაუნაუ ამ ინში, (ავსტრია-რედ) სადაც დაიბადა და ბავშვობა გაატარა ადოლფ ჰიტლერმა, პოლიციისთვის ადამიანის უფლებების შესახებ ტრენინგ კურსების ჩასატარებლად გამოიყენება. ამის შესახებ ტელეკომპანია ORF იტყობინება.

სახლი 2011 წლიდან ცარიელია. მთავრობამ იგი მესაკუთრისგან 2016 წელს იძულებით იყიდა. რეკონსტრუქციის დაწყება ადრე იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა.

2023 წლის შემოდგომაზე შენობა გადაკეთდება და გამოყენებული იქნება პოლიციისთვის ადამიანის უფლებების სწავლების კურსების ჩასატარებლად. სახლის რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდება, 2026 წელს კი იქ პოლიციის განყოფილება და პოლიციის რაიონული სამმართველო უნდა გადავიდეს, იუწყება ტელეარხი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა