ამერიკული დრონი შავი ზღვის თავზე დაზვერვას ახორციელებს

სულ ნახვები :
261




...
ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი შავი ზღვის თავზე ყირიმის სანაპიროსთან დაზვერვას ახორციელებს. ინფორმაციას RBC-Ukraine ავრცელებს.
24 მაისს, დილით, თვითმფრინავი სიცილიაში ნატოს სიგონელას ავიაბაზიდან აფრინდა, ევროპის რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოიარა და შავი ზღვისკენ გაემართა.
დრონი მდებარეობს დაახლოებით 18 კმ სიმაღლეზე. RQ-4 Global Hawk არის ამერიკული წარმოების სადაზვერვო დრონი. მას შეუძლია დღის განმავლობაში დაზვერვის ჩატარება ოპტოელექტრონული, ინფრაწითელი, რადარის და ელექტრონული სენსორების დახმარებით.