თურქეთის ახალი ვიცე პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ინფლაციას შეებრძოლება

სულ ნახვები : 217
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თურქეთის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეტ ილმაზმა ორშაბათს განაცხადა, რომ ხელისუფლება ფოკუსირებულია ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის 11 პროვინციის აღდგენაზე, რომლებიც 6 თებერვალს მიწისძვრამ დააზარალა. 

„ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს, დასაქმებას, წარმოებას და ექსპორტს. ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მიმდინარე დეფიციტი არ იყოს პრობლემა. ამ მხრივ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც გავლენას ახდენს მოქალაქეების ცხოვრებაზე. სხვა პრიორიტეტებია თებერვლის მიწისძვრებით დაზარალებული პროვინციების რეკონსტრუქცია“, - თქვა  ილმაზმა. 

შეგახსენებთ, რომ მაისში  საქართველოს მეზობელ თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 39,59% შეადგინა.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები