საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 41%-ით შემცირდა - ბექა ფერაძე

სულ ნახვები : 218
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2022 წელს  2018 წელთან შედარებით შემცირებულია 41%-ით, - ამის შესახებ  შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა 15  სამუშაო ადგილზე და გაიცა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები.

როგორც  მან პარლამენტის კომიტეტს განუცხადა, შრომის ნორმებზე განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში,  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“  კანონის შესაბამისმა  ინსპექტირებამ მოიცვა - 1147 ობიექტი. განხორციელებული ინსპექტირება შეეხო 108 000-მდე დასაქმებულ პირს; გაიცა 8728 მითითება, რომლისთვისაც სამართალდამრღვევთა მიმართ ჯამში შედგა 1748 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, შრომის ინსპექციის სამსახური მისი ჩამოყალიბებიდან დღემდე  წარმატებით საქმიანობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა