აქცია განათლების სამინისტროსთან

სულ ნახვები : 357
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქციას მართავენ. 

მათი თქმით, ობსერვატორიის მოქმედი ხელმძღვანელობა არ აძლევს საშუალებას მათ, კუთვნილ საცხოვრებელ სახლებში შევიდნენ და იცხოვრონ. ობსერვატორიის ხელმძღვანელების მხრიდან აღნიშნულის მიზეზად სარემონტო სამუშაოები სახელდება, აქციის მონაწილეებს კი აქვთ ეჭვები, რომ შესაძლოა ყოველივე ეს ბიძინა ივანიშვილთან იყოს კავშირში. 

„ვაპროტესტებთ დირექტორის ძალზე უცნაურ ბრძანებას, რომელიც მშენებლობის საბაბით გვიზღუდავს საკუთარ სახლში შესვლას. 

ძალიან უცნაური რამეა ეს, მაქვს იმედი, რომ იქნებ განათლების მინისტრთან შეხვედრამ მაინც გამოიღოს შედეგი და რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. 

გამოიცა მაისის ბრძანება და ამ ბრძანების მიხედვით არის მასშტაბური სამუშაოები, რომლებიც იქ რეალურად არ მიმდინარეობს. ასტრონომები, რომლებიც იქ მუშაობენ აცხადებენ, რომ არაფერი არ ხდება ისეთი, რაც რაიმე საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, ვინაიდან, ყველაფერი არის შემოღობილი“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

ცნობისთვის, აქციის ორგანიზატორებმა დღეს, 17 ივლისს განათლების მინისტრ, გიორგი ამილახვრის სახელზე განცხადებაც კი შეიტანეს, სადაც ითხოვენ, რომ მინისტრი მათ პირადად შეხვდეს და აუხსნას თუ რა ინფორმაციას ფლობს აღნიშნულზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა