საფრანგეთმა ასანჟს პოლიტიკური თავშესაფარი არ მისცა

სულ ნახვები : 245
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საფრანგეთის კრეტეილის კომუნის სასამართლომ WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის მხარდამჭერების მოთხოვნა პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

AFP იტყობინება, რომ ასანჟი ახლა ლონდონის ბელმარშის ციხეში იმყოფება.

სასამართლომ გადაწყვეტილება მიაწერა იმ ფაქტს, რომ თავშესაფრის მაძიებელი არ იმყოფება საფრანგეთში ან ევროკავშირში.

ასანჟის თავშესაფრის მოთხოვნა ასოციაციამ Robin des Lois-მა გააკეთა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ასოციაციის წარმომადგენლებმა მოუწოდეს საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს,  „საქმე სამართლიანად მოაგვაროს“.

WikiLeaks-ის დამფუძნებელი ასანჟი ცნობილი გახდა სხვადასხვა მთავრობის, მათ შორის შეერთებული შტატების, საიდუმლო და კონფიდენციალური მასალის გამოქვეყნებით.

2019 წლამდე ის ეკვადორის საელჩოში იმალებოდა. 2022 წელს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Wikileaks-ის დამფუძნებლის შეერთებულ შტატებში ექსტრადირება მიიღო, სადაც მას 175 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა