ბრაზილიის სამხრეთით ციკლონს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სულ ნახვები : 209
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბრაზილიის სამხრეთ რეგიონებში ექსტრატროპიკული ციკლონის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ გამოცემა O Globo ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება.

კერძოდ, 21 ადამიანი გახდა სტიქიის მსხვერპლი რიო გრანდე-დუ სულის შტატში და კიდევ 1 მეზობელ სანტა კატარინაში. მათ შორის იყო მაშველი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

განმარტავენ, რომ ზოგან ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეებში წყლის დონემ 20 მეტრით მოიმატა, რამაც მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა