კახი ასანიძე დოპინგზე ჩავარდა – სპორტის მმართველი ორგანოების მიერ საქმე გადაცემულია პროკურატურაში

სულ ნახვები : 355
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, ქართველი ძალოსანი კახი ასანიძე, რომელიც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ვაჟია, დოპინგ-კონტროლზე ჩავარდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფედერაციამ უკვე გადადგა შესაბამისი ნაბიჯები და დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის მიმართა შესაბამის უწყებებს:

„საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ ცოტა ხნის წინ მიიღო არასასურველი ანალიტიკური შედეგის შესახებ ინფორმაცია (ITA) საერთაშორისო ტესტირების სააგენტოს მიერ ეროვნული ნაკრების წევრის კახი ასანიძის სინჯზე.

აღსანიშნავია, რომ ოსტარინის დოზა არის პიკტოგრამებში (მინიმალური). მნიშვნელოვანია, რომ ანალოგიური ნივთიერების დაფიქსირება მოხდა ITA და GADA მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლების, მათ შორის ჩვენი სპორტსმენების სინჯებშიც, რაც გვაძლევს საფუძვლიან ეჭვს მიზანმიმართული საბოტაჟის განხორციელებაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სპორტსმენები აღნიშნულ პერიოდში არაერთხელ შემოწმდნენ ITA-ს და GADA-ს მიერ და სინჯების პასუხი იყო უარყოფითი.

ძალოსნობის ფედერაციამ უკვე გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, დაუყოვნებელი რეაგირებით მიმართა საქართველოს სპორტის სამინისტროს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, პარლამენტის სპორტის კომიტეტსა და GADA-ს. სპორტის მმართველი ორგანოების მიერ საქმე გადაცემულია პროკურატურაში შემდგომი გამოძიებისათვის.

სპორტსმენი კახი ასანიძე და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია აწარმოებენ შესაბამის პროცედურებს და მჭიდროდ თანამშრომლობენ ყველა შესაბამის უწყებასთან. გარკვეულმა სამართლებრივმა პროცედურებმა შედეგი გამოიღო CAS-ში საქმის წარმოების დაწყებაზე, კახი ასანიძისათვის დროებითი სასჯელის (provisional suspension) სტატუსის გადახედვის თაობაზე.

ძალოსნობის ფედერაცია დარწმუნებულია საკუთარი სპორტსმენების უდანაშაულობაში.

გვესმის, რომ აღნიშნული საკითხისადმი საერთაშორისო ინტერესი დიდია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დასრულებამდე და საბოლოო ვერდიქტამდე დამატებითი კომენტარებისგან თავს ვიკავებთ.

ჩვენი ფედერაციის პოლიტიკა, წლების განმავლობაში არის სპორტში სისუფთავე და სამართლიანობა. სწორედ ამიტომ ამჟამადაც ვიბრძვით თამაშის წესების დაცვით (FAIR PLAY) და გავაგრძელებთ იმავეს, – წერია ძალოსნობის ფედერაციის განცხადებაში.

ამ დღეებში საუდის არაბეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს და ასანიძე, რომელიც 23-წლამდელთა შორის 2022 წლის ევროპის ჩემპიონია, ნაკრების განაცხადში არ იყო.

საუდის არაბეთში 11 სექტემბერს რეზი დავითაძესაც უნდა ეასპარეზა, მაგრამ ტურნირს ჩაეხსნა. რა გახდა ჩახსნის მიზეზი, უცნობია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა