რატომ ძვირდება მსოფლიო ბაზარზე ნავთობი?

სულ ნახვები : 465
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მსოფლიო ბაზარზე საწვავი გაძვირებას განაგრძობს. მოიმატა ფასმა ამერიკულ ნედლ ნავთობზე. ოქტომბრის ფიუჩერსები WTI-ის ტიპის საწვავზე 91,55 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა ერთი კვირის წინ, მისი ღირებულება 87 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ივნისში Brent-ის ღირებულება წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე, 71 დოლარის ფარგლებში იყო, თუმცა გაძვირება მიწოდებასთან დაკავშირებულმა რისკებმა განაპირობა. 

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება გარკვეულწილად უკავშირდება საუდის არაბეთის გადაწყვეტილებას, რომელმაც 2023 წლის ბოლომდე ნავთობის მოპოვება ნებაყოფლობით 1 მლნ ბარელამდე შეამცირა. ამ მიზეზეით, გაჩნდა  შეშფოთება- ბაზარზე მიწოდების დეფიციტთან დაკავშირებით, ხოლო მოთხოვნის პერსპექტივა სულ უფრო იზრდება, რადგან აშშ-ს რეცესიის ალბათობა მცირდება.

„ტრეიდერების ყურადღება ამ კვირაში გადაინაცვლებს ფედერალური სარეზერვო სხდომაზე, მაგრამ ნავთობის მიწოდების დეფიციტის და მარაგების კლების მზარდი პრობლემა ხელს უწყობს ბაზარზე ამაღლებულ განწყობას“, - განაცხადა Vanda Insights-ის დამფუძნებელმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა