გერმანიის ფინანსთა მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

სულ ნახვები : 183
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი, კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ სააგენტო DPA ფინანსურ დეპარტამენტში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. 

სააგენტოს ცნობით, ლინდნერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამასთან დაკავშირებით, მინისტრის ყველა შეხვედრა უახლოეს დღეებში უნდა გაუქმნდა.

ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელს დაავადების მსუბუქი სიმპტომები აქვს და სახლიდან მუშაობს. 

მანამდე გაზეთი Bild იტყობინება, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრი  ბორის პისტორიუსი კოროვირუსული ინფექციის გამო, პირადად არ დაესწრება უკრაინის სამხედრო დახმარების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას, რომელიც გაიმართება 19 სექტემბერს გერმანიაში, ამერიკულ რამშტაინის ავიაბაზაში.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა