ძალიან მძიმე და ხანგრძლივი ომი იქნება - გიორგი თავდგირიძე

სულ ნახვები : 402
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მძიმე და ხანგრძლივი ომი იქნება, იმიტომ, რომ ამის ზურგს უკან დგას რუსეთი - ეს განცხადება თადარიგის პოლკოვნიკმა გიორგი თავდგირიძემ „რეაქციაში“ გააკეთა.

გიორგი თავდგირიძე იმ ფაქტებზე საუბრობს, რაც აჩვენებს იმას, რომ რუსეთია დაინტერესებული ისრაელში ომით.

“ძალიან მძიმე და ხანგრძლივი ომი იქნება, იმიტომ, რომ ამის ზურგს უკან დგას რუსეთი. ეს ის ინსტრუმენტია, რომელსაც საბჭოთა კავშირი დიდი ფინანსების, ადამიანური რესურსების და დიდი ცოდნის საშუალებით აკეთებდა, ამ ინსტრუმენტს ის აკეთებდა იმისთვის, რომ თუ მოხდებოდა დაპირისპირება, ეს რეგიონი ყოფილიყო კიდევ ერთი ტვირთი ნატო-ს ბლოკისთვის. 
ახლა არის რამდენიმე ინფორმაცია, რომ თითქოს  სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, მანამდე გრუ-ს პენსიონერი ოფიცრები იყვნენ სტუმრად არაბულ სამყაროში, სავარაუდოდ, ღაზას სექტორშიც და არის იმის ალბათობაც, რომ ისინი რამდენიმე ხნით ადრე დაბრუნდნენ, სანამ ეს აქტი დაიწყებოდა და ამის პირდაპირი დამადასტურებელი ფაქტებიც იქნება.
შეიძლება ინსტრუქტორიც გამოჩნდეს, იარაღიც, ეს ყველაფერი, რომ იქ ინსტრუქტორები ჩავიდნენ, იარაღის გადაცემა მოხდა, ამის გაანალიზება ხდება, საბოლოო ჯამში, ვის აწყობს - პუტინს, რა თქმა უნდა, ეს მისი პოლიტიკის გაგრძელებაა, ვის შეუძლია - ირანს არ შეუძლია, ირანს მხოლოდ შეუძლია 2-3 ჯგუფზე ზემოქმედება, ხოლო ამ მთლიან რეგიონზე ზემოქმედების ბერკეტი აქვს რუსეთს“, - ამბობს თავდგირიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა