„თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია“ - ხატია დეკანოიძე უმრავლესობას

სულ ნახვები : 324
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"გგონიათ ხალხი დაივიწყებს იმას, რომ მათ არაფრის უფლება აღარ აქვთ ამ ქვეყანაზე, დაივიწყებს იმას, რომ ოლიგარქია ყვავის, დაივიწყებს იმას რომ სასამართლო ჰყავს ჯიბეში, ან იმას რომ ჩარტერი შეუძლია დაიქირაოს პრემიერ-მინისტრმა, გგონიათ რომ ამ ყველაფერს ხალხი დაივიწყებს?“ - ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა წევრმა ხატია დეკანოიძემ დღეს, 18 ოქტომბერს გააკეთა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს თავმოყვარეობა არ გააჩნიათ და მან ამის მაგალითებიც მოიყვანა.

„ახლა გაახსენდა ბატონ კობახიძეს საქართველოს ეროვნული ინტერესები, მე არასოდეს გამიზიარებია პრეზიდენტის ის განცხადება, მაგრამ მთელი 10 წლის განმავლობაში თქვენ ამტკიცებდით იმას, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ამტკიცებდით იმას, რომ საქართველო უნდა ჩაძვრეს სადღაც რომ დაპირისპირების საგანი არ იყოს და თქვენ ამტკიცებდით იმას, რომ ჩუმად უნდა იყოს ქვეყანა იმისთვის, რომ რუსეთი არ გააღიზიანო.

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, ამტკიცებდით რომ ზურაბიშვილი იყო პრინციპული არჩევანი და ხლა აღმოჩნდა, რომ ცუდია. ამტკიცებდით, რომ მარგველაშვილის იყო კარგი პრეზიდენტი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს რომ დაუპირისპირდა, მერე ცუდი აღმოჩნდა, ასეთი ადამიანები ხართ თქვენ, რომლებსაც არანაირი თავმოყვარეობა არ გააჩნიათ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა