სახელმწიფო, უწყვეტად, სწრაფი ტემპით ვითარდება ევროპული მიმართულებით - სარჯველაძე

სულ ნახვები : 184
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

სახელმწიფო, უწყვეტად, სწრაფი ტემპით ვითარდება ევროპული მიმართულებით, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. 

მისივე თქმით, თუ ევროპაში გვინდა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უნდა ვიყოთ შემდგარი სახელმწიფო. 

„მაგალითად, მეწარმეთა შესახებ კანონი, პერსონალური მონაცემთა დაცვის კანონი, რომელიც სხვათა შორის, ახლა, ფეხქვეშ ითელება. არასამთავრობო სექტორიდან, რომლისთვისაც, თითქოს, ეს ყველაფერი ღირებულია, ხმას არავინ იღებს. ვინც ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის მართლაც ევროპულ, სტაბილურ განვითარებას, არის თანაზიარი ერთი აზრისა, რომ ხელისუფლება ვერ უნდა ახორციელებდეს სუვერენულ პოლიტიკას. ეს იქნება რუსეთი, თუ ეს იქნება ნებისმიერი სხვა, ვინც ამ ქვეყნის განვითარების მოწინააღმდეგეა, იქნება კონფრონტაციაში ამ ხელისუფლებასთან ზუსტად იმ სახით, როგორც იგეგმება - რაც შეიძლება, დიდ მასას მოედოს ეგზალტირება და გადაიზარდოს უმართავ პროცესებში. ამას ვადევნებთ თვალს და ეს არის ძალზედ სახიფათო. ცდილობენ, ადამიანები - მეზობლები, მეგობრები, ნათესავები დააპირისპირონ ერთმანეთთან“, - თქვა სარჯველაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა