არავის შევარჩენთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაჩაგვრას! – ლევან ხაბეიშვილი

სულ ნახვები : 375
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, გარდაბანში მომხდარს ეხმიანება, რა დროსაც ენმ-ს წარმომადგენელს მმართველი პარტიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ხაბეიშვილის თქმით, არავის მისცემს პარტიის წარმომადგენლის დაჩაგვრის უფლებას. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რაიონში იცავს საქართველოს მოქალაქეების, ხალხის ინტერესებს. ამ შემთხვევაში, გარდაბანში, ჩვენი საკრებულოს წევრები იცავდნენ სკოლის ტერიტორიას, რომელსაც ასხვისებდა ადგილობრივი კორუმპირებული ქურდბაცაცა საკრებულოს წევრები და საკრებულოს თავმჯდომარე მერთან ერთად. ამაში ხელს უშლიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები, რომლებმაც აიძულეს, რომ სოფელ ქესალოში, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს, ბავშვები დაჰყავთ სკოლაში და მათთვის ეს ტერიტორია არ წაერთვათ მოახერხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და იძულებულები გახდნენ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე  წინა საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გაეუქმებინათ, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა წევრებმა იბრძოლეს გარდაბნის საკრებულოში ამ კვირების განმავლობაში და შეუნარჩუნეს ადგილობრივებს და მინდა მივულოცო ქესალოელებს, რომ სკოლის ტერიტორიას ვერ გაასხვისებენ და ამაზე დაბოღმილებმა და გაბრაზებულებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ ჩვენი საკრებულოს წევრებს გაუსწორდნენ ფიზიკურად და სცადეს ამ ადამიანის დაჩაგვრა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არავის არ დავაჩაგვრინებთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მხარდამჭერებს და განსაკუთრებით საკრებულოს წევრებს, რომლებიც იბრძვიან ხალხის საკეთილდღეოდ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს წარმომადგენლებს, ყველას ვაფრთხილებ, დაგველოდეთ, ჩვენი მხრიდანაც იქნება ადეკვატური პასუხი, ცხადია კანონის ფარგლებში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას  ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ სკოლით ორი სოფლის მოსახლეობას სარგებლობს და ორივეს კიდევ მინდა მივულოცო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოახერხეს და შევინარჩუნეთ, ისევე როგორც ნოდარ დუმბაძის სკვერი შევინარჩუნეთ ჩოხატაურში, ასევე შევინარჩუნეთ საბავშვო სკვერის ტერიტორია. ეს დაგვიჯდა იმად, რომ ჩვენს საკრებულოს წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა არავის არაფრის არ ეშინია და კიდევ გავიმეორებ - ვგმობ ყველანაირ ძალადობა, მაგრამ თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას, ვინც ჩვენს საკრებულოს წევრს ასე მოექცევა.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა