რუსეთში, ურალის ქარხანაში აფეთქება მოხდა

სულ ნახვები : 240
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აფეთქება მოხდა პერმის ტერიტორიაზე, სოლიკამსკის ქარხანაში,  ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონში პრესსამსახური იტყობინება. 

"სოლიკამსკის ურალის ქარხნის მე-2 შენობაში აფეთქება მოხდა. აფეთქების მომენტში შენობაში არავინ იმყოფებოდა. ოპერატიული ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. 

დეპარტამენტის ცნობით, შეტყობინება ურალის ქარხანაში აფეთქების შესახებ 13:25 საათზე მიიღეს. შემთხვევის ადგილზე 44 ადამიანი და 11 ტექნიკა იყო გაგზავნილი, აქედან 36 ადამიანი და 10 ტექნიკა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა