„ოცნების კაცუნა“ - თეონა აქუბარდია ირაკლი ბერაიაზე

სულ ნახვები : 207
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის დამოუკიდებელი ოპოზიციონერი წევრი თეონა აქუბარდია, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას სიტყვით გამოსვლას ეხმიანება, რა დროსაც ბერაიამ მას შეურაცხყოფა მიაყენა. 

აქუბარდიას თქმით, მას ვერ შეაშინებენ სუსი-ს მეთოდებით და ის არ აპირებს გაჩუმებას და თვალის დახუჭვას, ხელისუფლების მავნებლობაზე. 

„ის რაც ოცნების კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუსი-ს მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია ოცნებას წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან. 

ამას ალბათ გაგრძელებაც მოჰყვება, მაგრამ სუსს და ოცნებას ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!“, - განაცხადა აქუბარდიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა