კარანტინი, რომელიც პუტინთან შეხვედრის ყველა მონაწილემ უნდა გაიაროს, ხუთ დღემდე შემცირდა

სულ ნახვები : 285
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კარანტინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ყველა მონაწილემ უნდა გაიაროს, ხუთ დღემდე შემცირდა. ამის შესახებ ფარიდა რუსტამოვას პროექტი Faridaily წერს. 

პუტინთან შეხვედრის მონაწილეები კარანტინს გადიან 2020 წლის პანდემიის დაწყებიდან. თავდაპირველად იზოლაციის პერიოდი ორ კვირამდე იყო, ამ ზაფხულს კი ერთ კვირამდე შემცირდა. 

Faridaily-ის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განმარტა, რომ იზოლაციასთან ერთად,  COVID-19-ზე, გრიპზე და ARVI-ზე ტესტირება უნდა ჩაიტაროს ყველა იმ პირმა, რომელიც ემზადება პუტინთან  პირისპირ შეხვედრაზე.

თუ პირდაპირი კონტაქტი არ არის, საკმარისია ტესტების ჩატარება, ირწმუნება წყარო. 

აღსანიშნავია, რომ  ვერც უკრაინაში შეჭრამ, ვერც პრეზიდენტის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციამ და ვერც პანდემიის შემსუბუქებამ არ მოხსნა  კარანტინი ვლადიმერ პუტინთან კონტაქტში მყოფთათვის.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა