დაპირებული 23 საავტომობილო ინფრასტრუქტურული პროექტიდან 21 განუხორციელებელია - ვასო ურუშაძე ხელისუფლებაზე

სულ ნახვები : 219
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 2 ნოემბერ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ და ანალიტიკოსმა პაატა ცაგარეიშვილმა, პრესკონფერენცია და კვლევის პრეზენტაცია გამართეს, სადაც შეჩერებულ და ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გაფლანგულ მილიონებზე და ინფრასტრუქტურის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრეს.

ურუშაძის თქმით, ის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო არ განხორციელდა, თუმცა გამოყოფილი თანხები გაფლანგულია, რაც კორუფციაზე მიუთითებს.

„ივანიშვილის ხელისუფლების პერიოდში დაპირებული 23 საავტომობილო ინფრასტრუქტურული პროექტიდან 21 განუხორციელებელია და დახარჯულია 20 მილიარდი  ლარი რომლის დიდი ნაწილი გაფლანგულია და მითვისებულია კორუფციული გზით.

2012 წელს მას შემდეგ რაც ხელისუფლება გადაიბარა ბიძინა ივანიშვილის რუსულმა ოლიგარქიულმა კლანმა და მისი მარიონეტი თანამდებობის პირები ასრულებენ ხელისუფლების ფორმალურ მმართველობას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დახარჯულია 20 მილიარდი ლარი, რაც ჯამურად მთლიანი ბიუჯეტის 13%-ია.

ქართული ოცნების მიერ სხვადასხვა დროს გაცემული დაპირებების თანახმად 23 სტრატეგიული მნიშვნელობის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტიდან 21 განუხორციელებელია და მათი დიდი ნაწილი სავარაუდო კორუფციულ ინტერესებს შეეწირა.

მაგალითისთვის ასეთი პროექტებია: ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც 2017 წელს დაიწყო და 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, ის დღემდე დაუმთავრებელია და პროექტზე გაფლანგულია 110 მილიონი ლარი, რაც სავარაუდოდ მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ ინტერესებთანაა დაკავშირებული.

ჩუმათელეთი-ხარაგაული-ზესტაფონის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი რომელიც 2018 წელს დაიწყო და 2021 წელს უნდა დამთავრებულიყო, ის დღემდე განუხორციელებელია და პროექტზე გაფლანგულია 105 მილიონი ლარი, რაც ასევე სავარაუდო კორუფციულ ინტერესებთანაა დაკავშირებული.

დაუსრულებელია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წლის ზუსტი გათვლებითა და გაანგარიშებით 2017 წელს სრულად უნდა დამთავრებულიყო, სარფიდან წითელ ხიდამდე. 11 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი, სადაც რიონზე ჯერ კიდევ გაუხსნელი  ხიდის ჩანგრევის ფაქტის გამო უმძიმესი მდგომარეობაა, პროექტის ღირებულება ჯამში სამჯერ გაიზარდა და გაფლანგულია 700 მილიონი ლარი, რაც სავარაუდოდ მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ ინტერესებთანაა დაკავშირებული.

განუხორციელებელია ბათუმის შემოვლითი გზის და ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის მშენებლობის ინფრასტრუქტურული პროექტიც. განუხორციელებელია გურჯაანი-თელავის, ბაკურციხე-წნორის, წნორი-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მშენებლობის ინფრასტრუქტურული პროექტები. განუხორციელებელია თბილისი-რუსთავის, რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი სადახლოს საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტებიც.

ქართული ოცნების მორიგ  შეუსრულებელ დაპირებად დარჩა ლენტეხი-მესტიის გვირაბის და საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი სვანეთში, გომბორის გვირაბის მშენებლობა კახეთში და მრავალი სხვა.

ქართული ოცნების ხელისუფლების არაეფექტიან მმართველობას ადასტურებს მსოფლიო ბანკის 2023 წლის საერთაშორისო კვლევაც, სადაც საქართველო ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის თანახმად, საგზაო ინფრასტრუქტურის რეიტინგში 108-ე ადგილზე ვიმყოფებით, ჩამოვრჩებით არა მარტო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს, არამედ ცენტრალური აზიის ყველა სახელმწიფოს. ეს არის სარკე კორუმპირებული ხელისუფლების მმართველობის, რასაც ნეგატიური გავლენა აქვს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე.“ - განაცხადა ურუშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა