ძალიან ძვირად უნდა დაუჯდეთ მსგავსი ქმედება - ნინო ლომჯარია უმრავლესობის კაც დეპუტატებზე

სულ ნახვები : 238
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სანამ არ აღდგება ამ ქალების მიმართ სამართლიანობა და ღირსება ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ყველა ის პოლიტიკოსი მამაკაცი, ვინც შეურაცხყოფით შეეცდება ქალის განადგურებას პოლიტიკაში, უნდა იხდიდეს კონკრეტულ პოლიტიკურ ფასს ამ ყველაფრისთვის.

„უნდა იქნას დაგმობილი ყველა მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ქალები ყველა სხვა სამართლებრივ ბერკეტსაც გამოიყენებენ.

ყველა კაცი, ვინც პოლიტიკაში ეცდება, რომ ქალი გაანადგუროს მსგავსი განცხადებებით და განდევნოს პოლიტიკიდან, მას ძალიან ძვირად უნდა დაუჯდეს მსგავსი ქმედება, პოლიტიკურად“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს თეონა აქუბარდიასა და ანა წითლიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა