ზაზა ჯანაშია: რუსეთი ფეხბურთში მალე დაბრუნდება, ყველას უნდა მოუგოს, გადაუაროს

სულ ნახვები : 736
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ზაზა ჯანაშიამ რუსულ მედიასთან ისაუბრა და ჯერ კიდევ იმედიანად, არის, რომ ფიფა-უეფასგან დისკვალიფიცირებული იქაური ფეხბურთი საერთაშორისო ასპარეზს ხმაურიანად დაუბრუნდება.

„სამწუხაროა, რომ რუსული ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო მატჩებში ვერ მონაწილეობენ, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი დაბრუნდება. რუსეთი მზად უნდა იყოს. რამდენად მალე დაბრუნდება? ნახევარ წელიწადში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში. და იქ უნდა შეიჭრა, ყველას უნდა მოუგო, გადაუარო.  ეს ხომ სპორტია, რა შუაშია პოლიტიკა?“, – ამბობს ჯანაშია.

შეგახსენებთ, რომ ჯანაშია ფეხბურთელობისას რუსულ ლოკომოტივში თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში კი, 9 მატჩი აქვს ჩატარებული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები