ახალგაზრდა ძიუდოისტების ევროპული წარმატება

სულ ნახვები : 304
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გერმანიის ქალაქ პოტსდამში 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ხუთი მედალი მოიპოვა. ბოლოს კი, საქმე სულაც საქმე ქართულ ფინალამდეც მივიდა.

ქართული ფინალი  მძიმე წონაში შედგა – საბა ინანეიშვილმა ირაკლი დემეტრაშვილთან წმინდა გამარჯვების შემდეგ ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დახურა. მანამდე ჩემპიონობა მოიპოვა ზაურ დვალაშვილმა (81), რომელმაც ფინალამდე ოთხი შეხვედრა მოიგო, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი, ბელგიელ იარნე დიუკი იპონით დაამარცხა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კოტე კაპანაძემ (73), ვინაც გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ ევჰენი ონჩარკოს იპონით აჯობა.

ოქროს მედალთან ახლოს იყო გოგონათა ნაკრების წევრი ნინო ლოლაძე (57 კგ), რომელმაც ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო, მაგრამ საჩემპიონო შეხვედრაში ნიდერლანდელ ელინ ჰენინგერთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მიიღო.

საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით 37 ქვეყანას შორის გოგონათა და ვაჟთა საერთო ჩათვლაში გუნდური მეორე ადგილი დაიკავა, ვაჟთა შორის კი – პირველი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა