საქართველოს მეტოქე გაირკვა – ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგს ვეთამაშებით

სულ ნახვები : 87
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყველაფერი გაირკვა – 2024 წლის 21 მარტს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს.

ამ წყვილში გამარჯვებული, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს შეხვდება და ევროპის ჩემპიონატის მონაწილეც გაირკვევა.

დღეს გაირკვა ისიც, რომ ლუქსემბურგელებთან მატჩს ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებს – საქართველოს ნაკრების შემტევმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ესპანეთთან მატჩისას მესამე ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ნახევარფინალის გამოტოვებად დაუჯდა. თუმცა, გასვლის შემთხვევაში, ფინალს ითამაშებს.

ფინალი სად გაიმართება, ამ ეტაპზე უცნობია...

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა