გვაქვს მოლოდინი, რომ ოლიმპიადაზე ქართული დროშა ძალიან ბევრჯერ იქნება პედესტალზე - წულუკიანი

სულ ნახვები : 245
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ძალიან კარგი მოლოდინები გააჩნია.

მისი თქმით, ტოკიოს ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე, კიდევ უფრო მეტი ოქროს მედალი ელოდება.

„დღემდე ჩვენ ყველაზე დიდი შედეგები ისტორიულად გვქონდა ოლიმპიადაზე ტოკიოში, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ჩვენი ოლიმპიელები კიდევ უკეთეს შედეგებს დადებენ, ვიდრე ეს იყო ტოკიოში. მოლოდინი გვაქვს ძალიან ბევრი ოქროს მედლის და ყველა სინჯის მედლის და მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ ქართული დროშა ძალიან ბევრჯერ იქნება პედესტალზე და ქართული ჰიმნი რაც შეიძლება ხშირად შესრულდება. ამისთვის მთავრობამ, სამინისტრომ, ფედერაციებმა, ოლიმპიურმა კომიტეტმა და თითოეულმა სპორტსმენმა ყველაფერი გავაკეთეთ. მინდა, ჩვენ სპორტსმენებს, რომელთანაც შეხვედრის პატივი მე გუშინ მქონდა, ვუსურვო ჯანმრთელობა, ფიზიკური, სულიერი მხნეობა, ეს უმნიშვნელოვანესია ამ მძიმე ძალისხმევის წინ და მერე ვუსურვო დიდი სიხარული ყველას და გამარჯვებები“, - განაცხადა წულუკიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სპორტი ► Მეტის ნახვა