არაფერს არ აშავებს - ირაკლი ეძგვერაძის დედა-შვილზე

სულ ნახვები : 102
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის საკრებულოს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ირაკლი ეძგვერაძის დედის განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელია ის, რასაც მის შვილს უკეთებენ.

მისი შეფასებით, ეძგვერაძე უდანაშაულოა და მას არაფერი ჩაუდენია.

„მთელი ჩემი ცხოვრება ახალგაზრდობას ვემსახურები, მთელი ჩემი ცხოვრება პატიოსნად და სიმართლით ვიცხოვრეთ მეც და ჩემი ოჯახის ყველა წევრმა. ამდენი ნერვიულობა ნორმალურ ადამიანებს არ შეუძლიათ უბრალოდ. არაფერს არ აშავებს (ირაკლი ეძგვერაძე). განსხვავებულ აზრს პატივი უნდა სცენ ყველა ქვეყანაში, ასეა მიღებული. საშინელებაა, ჯოჯოხეთია ეს ყველაფერი, ის რაც ჩემს შვილს მოუწყვეს", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ირაკლი ეძგვერაძე გუშინ, გვიან ღამით გლდანში, საკუთარ საცხოვრებელთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ეძგვერაძის მიმართ წაყენებული კონკრეტული ბრალი, თუმცა, CNews-ის ინფორმაციით, ეძგვერაძემ პოლიციას საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, რომელიც მის უბანში ხდებოდა ხელი შეუშალა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა