ძალიან მწარე მარცხი ელოდებათ - იონათამიშვილი ოპოზიციაზე

სულ ნახვები : 98
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სალომე ზურაბიშვილი არის არა მხოლოდ დეზინფორმაციის წყარო და რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, არამედ გამოხატავს იმ შიშს, რაც მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაშია – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან ის უდიდესი სხვაობა, რაც „ქართულ ოცნებასა“ და რადიკალურ ოპოზიციას შორის უფრო იზრდება.

„დღითიდღე რადიკალურ ოპოზიციას სულ უფრო მეტად აქვს იმის ნაკლები შანსი, რომ თუნდაც ერთი სუბიექტის გარდა ვინმემ გადალახოს ხუთპროცენტიანი ბარიერი. ამიტომ, ახლა ცდილობენ იმ გზების პოვნას, რომ რამენაირად მოატყუონ ჩვენი საზოგადოება. რა თქმა უნდა, არანაირი მესამე ძალა და ალტერნატივა არ არსებობს, ისინი ყველა ერთი აგენტურის წარმომადგენლები არიან. ფაქტობრივად, ერთი რეზიდენტურაა და ამ როლებს როგორ გაინაწილებენ, ამას მნიშვნელობა საარჩევნო შედეგებზე არანაირად არ ექნება და მარტივი არჩევანი გაკეთდება – ღირსებასა და მონობას შორის, მშვიდობასა და ომს შორის, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღესა და წარსულს შორის.

ჩვენი ქვეყანა წარსულის – მონობისა და ღალატის მხარეს, მათგან განსხვავებით, არასოდეს დადგება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი ერთ რეზიდენტურას წარმოადგენენ. მათ ერთადერთი, რაც აერთიანებთ, არის ის, რომ არიან აგენტები საქართველოს წინააღმდეგ. ერთ მხარეს არის თაღლითების პარტია და მეორე მხარეს – მოღალატეების. ისინი ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათ ერთი მიზანი აქვთ, ერთი დავალების მიმცემი ჰყავთ და ერთი როლის გადამაწინებელი, მაგრამ ამ როლებსაც ვერ ასრულებენ, არაფრის ნიჭი არ აქვთ. შესაბამისად, მათ ძალიან მწარე მარცხი ელოდებათ. პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს თუ არა, სალაპარაკო აღარ არის, რადგან ის არანაირ სტატუსს პატივს არ სცემს. როგორც ჩანს, ეს აგენტურის ხვედრია“– განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა