კომიკური ფიგურაა, აშშ-საც კი ემუქრება - ჯაფარიძე კობახიძეზე

სულ ნახვები : 119
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის დროსაც პრემიერმა  ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებას არასერიოზული უწოდა.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ კობახიძე კომიკური ფიგურაა, ახლა ის აშშ-საც კი ემუქრება. 

"ირაკლი კობახიძეზე შეიძლება მხოლოდ გაგეცინოს, არასერიოზული კაცის არასერიოზული განცხადებაა. კომიკური ფიგურაა კობახიძე, პირდაპირ გეტყვით. შეერთებულ შტატებსაც ემუქრება ახლა. ერთი თვე დარჩა ამ კაცს, უნდა ავიტანოთ მისი აბსურდული განცხადებები და 26 ოქტომბრის შემდეგ, ქვეყანა უნდა გავიყვანოთ იმ ჭაობისგან , სადაც ივანიშვილმა, კობახიძემ და მთელმა ამ ჯგუფმა შეიყვანა“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა